პროექტის მოკლე აღწერა:მონაწილეები მოიძებნიან ლიტერატურულ ნაწარმოებებს , რომლებშიც კარგად ჩანს სხვადასხვა საუკუნეეში რომელი რჯულის მტერი ცდილობდა საქართველოს დაპყრობას.
პროექტის სრული აღწერა: მოიძებნიან მხატვრულ ნაწარმოებს , განიხილავენ, იმსჯელებენ ტექსტში არსებულ პრობლემაზე კონკრეტულ თემასთან მიმართებაში. მოიძიებენ ფოტო და ვიდეო მასალებს, განიხილავენ ფილმებს, შექმნიან ვიდეო კოლაჟს კონკრეტული ნაწარმოებებისათვის. შექმნიან ნახატებსა და ესეებს, გამართავენ დისკუსიებს.
მონაწილეთა ასაკი:მე-9,მე-12 კლასები .14-18წლები.
ვადები და ხანგრძლივობა:ნებისმიერი 6 თვე სასწავლო წლის განმავლობაში.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ლიერატურული ნაწარმოების შერჩევა, ფოტო და ვიდეო მასალის მოძიება, ფილმების განხილვა, დისკუსიების მოწყობა, მუსიკალური ნაწარმოებების მოსმენა, ნახატებისა და ესსების შექმნა.
მოსალოდნელი შედეგები\ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას. ნახატები და ესეები კონკრეტული ნაწარმოებისათვის, ფოტო და ვიდეო კოლაჟის შექმნა . ბლოგის შექმნა.
სარგებელი სხვებისათვის : ბავშვების მიერ განხორციელებული აქტივობებით მოხდება წარმოჩენა მტრის სახისა, გამოიკვეთება მათი დამოკიდებულება საერთოდ ძალადობისადმი,ჩაწვდებიან ტოლერანტობის არსს, მიხვდებიან რამდენად მნიშვნელოვანია უკონფლიქტო გარემოში ცხოვრება და რომ პრობლემა უნდა გადაიჭრას არა ბრძოლით, არამედ დიალოგით.
სამუშაო ენა:ქართული
საგნებთან\ საგნობრივ ჯგუფებთა\ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
1 ქართულ ლიტერასტურაში: გაიღრმავებენ ცოდნას, გაიუმჯობესებენ ძირითად საკომუნიკაციო უნარებს, წერა, კითხვა , მოსმენა ,საუბარი. შეძლებენ განსაზღვრონ ავტორის , მთხრობლისა და პერსონაჟის პოზიცია. შეზლებენ დააკავშირონ მხატვრული ნაწარმოები ისტორიულ კონტექსტან და თანამედროვეობასთან, ჩამოუყალიბდებათ მსჯელობისა და დისკუსიაში მონაწილეობის უნარი.
ისტორიაში: შეისწავლიან კონკრეტულ ეპოქას, იმოგზაურებენ დროში, მოხდება წყაროების მოძიება და მოკვლევა , რუკების. სქემებისა, დიაგრამებისა და სხვა საშუალებეის გამოყენებით შეზლებენ ქვეყნის დახასიათებას.შეზლებენ პარალელის გავლებას ისორიულ სინამდვილესა და ლიტერატურაში ასახულ ფაქტს შორის. გეოგრაფია: მოძებნიან კონკრეტული ქვეყნის მდებარეობას რუკაზე, გაეცნობიან ქვეყნის გეო-პოლიტიკურ მდგომარეოაბს.
ხელოვნება: ფილმების, მუსიკალური და ლიტერატურული ნაწარმოებების მომოხილვით გაიუმჯობესებენ ამ საგნის უნარებს, წარმოსახვას, ისაუბრენენ მიღებულ შთაბეჭდილებებზე და იმსჯელებენ როგორ აისახება ეპოქა ხელოვნებაში.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან.
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნათია ხაზარაძე.ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი .ქუთაისი.32-ე სკოლა
პროექტის ფასილიტატორის ელ- ფოსტა natiazxazaradze@gmail.com
პროექტის ფორუმი: "მტრისს სახე ქართულ ლიტერატურაში"ფორუმის მისამართიhttp://foro.iearn.org/webx?230@@.1ea7710d
პროექტის ვებ- გვერდი და ბლოგი: dampkrobeli.blogspot.com
Sunday, November 9, 2008
Subscribe to:
Posts (Atom)